სოფელ შილდაში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაჩნდა.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ შილდაში დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და, როგორც ჩანს, დიდი დაკვამლიანების გამო სახლის დატოვება დროულად ვერ მოახერხა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაჩნდა.
ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
წყარო: რადიო ჰერეთი