COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 10 თებერვალი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.154.476 ადამიანი; ჩატარებულია 2.764.352 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.454 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 22.444-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.398.059-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.154.476 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 13.245), გარდაიცვალა – 15.404 (ბოლო 24 საათში – 53). კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.085 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.858 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 68.392 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 42.943, PCR–ტესტით – 25.449.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 32,82%, ბოლო 14 დღის – 29,93%, ბოლო 7 დღის – 32,84%.
სულ ჩატარებულია 2.764.352 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.454 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge