ყვითელი ამბები

კეიტ მიდლტონი ტელევიზიის ეთერში ზღაპრების კითხვას იწყებს

კეიტ მილდტონი ტელევიზიაში გადაცემას წაიყვანს.
Sputnik
კეიტ მიდლტონმა ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის კვირეული ოფიციალურად გახსნა და იმ ორგანიზაციებში ვიზიტები დაიწყო, რომელთა პატრონაჟსაც თავად ეწევა. უკვე მომდევნო კვირაში საბავშვო არხი CBeebies-ის ეთერში გავა გადაცემა, სადაც მიდლტონი ბავშვებისთვის ზღაპრებს წაიკითხავს.
ინტერნეტში გავრცელდა პირველი კადრები ძალიან მყუდრო სტუდიიდან, სადაც კეიტ მიდლტონი ხალიჩაზე ზის და ზღაპარს ჰყვება.
საბავშვო გადაცემის ჩაწერისთვის კემბრიჯის ჰერცოგინიამ სამოსიც შესაფერისი შეარჩია. ის „ტოპშოპის“ ჯინსებსა და „ჰოლანდ კუპერის“ ულამაზეს თეთრ ნაქსოვ სვიტერში იყო გამოწყობილი.