გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები მოიხსნა

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა თოვლის, ქარისა და ნამქერის გამო იყო დაწესებული.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები მოიხსნა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო თოვლის, ქარისა და ნამქერის გამო.
დეპარტამენტის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამჟამად აღდგენილია.
მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ამასთან, მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები გვირაბებში ცალმხრივად იმოძრავებენ.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი