თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენთან 45 წლის ოფიცრის ცხედარი იპოვეს. „Sputnik–საქართველოს“ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო – „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამხედრო მოსამსახურის ცხედარი ცენტრალურ ავტომაგისტრალთან, ხიდის ქვეშ იპოვეს. ის გორის პროზექტურაში გადაასვენეს.
როგორც გარდაცვლილის ნათესავმა ჟურნალისტებს უამბო, მას წინა ღამეს ესაუბრა და ყველაფერი რიგზე იყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.