ყვითელი ამბები

„მიყვარხარ, ბაო...“ – ზურა ხაჩიძე ხათუნა ჟორდანიას სიყვარულს უხსნის

ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე 23 წელია ერთად არიან. წყვილი ხმაურიანად დაქორწინდა და, როგორც ხათუნა ამბობს, მათ ცხოვრებაში მძიმე პერიოდები არაერთხელ იყო.
Sputnik
მუსიკოსი ხათუნა ჟორდანია იუბილარია. ზურა ხაჩიძე მეუღლეს დაბადების დღეს ტრადიციულად ემოციური პოსტით ულოცავს სოციალურ ქსელში.
მომღერალი წერს, რომ დღეს ყველაზე მაგარი გოგოს დაბადების დღეა და მადლობელია უფლის, რომ ასეთი მეუღლე აჩუქა და შემდეგ გამოუჯანმრთელა.

„ხათუნა, შენ ხარ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც კი გამაჩნია დუნიაზე! მადლობა ყველაფრისთვის! მიყვარხარ. ლოვ იუ ბაო!” – დაწერა ზურა ხაჩიძემ.

ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთი პოპულარული წყვილია. წყვილი უკვე 23 წელია, რაც ერთადაა. ხათუნას თქმით, ზურამ ბევრი რამ ასწავლა. უფრო მშვიდი და დაფიქრებული გახადა.
ხათუნა ჟორდანიას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ნინი ქარსელაძე ჰყავს. მის გარდა ზურა ხაჩიძეს და ხათუნა ჟორდანიას საერთო გოგონა – ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ.