კლეპტომანმა თუთიყუშმა GoPro კამერა გაიტაცა და შთამბეჭდავი ვიდეო გადაიღო

თუთიყუშის ჯიში კეა საკმაოდ ცნობისმოყვარეა. ამ ჯიშის წარმომადგენლები ადამიანებს ხშირად სტაცებენ ხელიდან საფულეს, სამკაულებს, საკვებს და სხვა ნივთებს.
Sputnik
ტურისტებმა ექშენ-კამერა აივნის მოაჯირზე მოათავსეს, რათა თუთიყუშების ჯგუფის გადაფრენის მომენტი დაეფიქსირებინათ. მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა კამერისადმი ინტერესი ვერ დაძლია და გაიტაცა.

კადრებში ჩანს, როგორ მიფრინავს თუთიყუში არცთუ ისე შორს, შემდეგ ჯდება და კამერის გატეხვას ცდილობს, თუმცა არაფერი გამოსდის და გზას უკვე კამერის გარეშე განაგრძობს.