თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ენერგოკომპანია „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს – გაზის წვისას ყურადღება მიაქციონ ალის ფერს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ალის მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია.
„ეს იწვევს CO-ს დაგროვებას, რაც კლავს. გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ საფრთხის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე „თბილისი ენერჯი“ და სხვა გაზგამანაწილებელი კომპანიები სისტემატურად აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ არ გამოიყენონ გაზის კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული დანადგარები, განსაკუთრებით ღია წვის კამერით, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.
წყარო: თბილისი ენერჯი