მომღერალ სოფო ბედიას ქმარი დღეს იუბილარია. მიშა მესხს ემოციურ მილოცვას უძღვნის სოციალურ ქსელში სოფო ბედია და ამასთან აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მეგობრებმა მიშა მესხს სიურპრიზი მოუწყვეს და იუბილე ტორტით მიულოცეს.
„ჩემს ბუციკოს ვულოცავ დაბადებას. მინდა დიდხანს მყავდე ჯანმრთელი, ბედნიერი, მხიარული და იუმორით სავსე, როგორიც ხარ, მიყვარხარ ჩემო”, – დაწერა სოფო ბედიამ.
სოფო ბედიასთვის მიშა მესხი მეორე მეუღლეა. წყვილს შვილი 2018 წლის დეკემბერში შეეძინა. ბედნიერმა წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა. პირველი ქორწინებიდან სოფო ბედიას ასევე ვაჟი ჰყავს.
„ბავშვს დამოუკიდებლად ვზრდით. მიშასთვის ეს პირველი შვილია და კი ვიცოდი, კარგი მამა რომ იქნებოდა, მაგრამ ამასაც არ ველოდი. ხელიდან ვერ წაართმევ ბავშვს. აჭმევს, ღამეებს უთენებს, მალე ალბათ გამოუცვლის კიდეც. ჩემი დედამთილი გადმოვიდა ჩვენთან და ძალიან გვეხმარება ანდრიას აღზრდაში“, – ამბობს სოფო ერთ-ერთ ინტერვიუში.
ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველგან ერთად ჩნდებიან და ძალიან ბედნიერ წყვილად ითვლებიან.