ყვითელი ამბები

სალომე გოგიაშვილის გოგონა 19 წლის გახდა – დედა-შვილი დებს ჰგვანან – ფოტო

Sputnik
ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილის ქალიშვილი 19 წლის გახდა. სალომე გოგიაშვილმა სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილის სურათები გამოაქვეყნა და შვილს საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე.
„ჩემი ყველაფერი ხარ დე. გილოცავ მაშო“, – დაწერა სალომემ. ფოტოსურათმა ტელეწამყვანის მეგობრებსა და ხელმომწერებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.
მაშომ შარშან დაამთავრა სკოლა და უკვე სტუდენტია. ოთხი შვილის დედა სალომე მშვენივრად გამოიყურება, ამიტომაცაა, რომ შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებზე ხშირად უკომენტარებენ, რომ ის მისი დაქალივით გამოიყურება და არა დედასავით.
მაშო სალომეს ერთადერთი ქალიშვილია და ის პირველ ქორწინებაში შეეძინა. მაშოს გარდა მას სამი ვაჟი ჰყავს.