COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 9 თებერვალი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.141.231 ადამიანი; ჩატარებულია 2.759.753 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.566 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 25.161-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.375.615-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.141.231 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 16.789), გარდაიცვალა – 15.351 (ბოლო 24 საათში – 51). კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.036 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.901 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 72.587, კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 47.032, PCR–ტესტით – 25.555.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 34,66%, ბოლო 14 დღის – 29,26%, ბოლო 7 დღის – 32,45%.
სულ ჩატარებულია 2.759.753 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.566 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge