ყვითელი ამბები

ეს ულამაზესი გოგონა კონსტანტინე მელაძის შვილია – ლიას პირველი ნაბიჯები სცენაზე – ვიდეო

კონსტანტინე მელაძის ქალიშვილი ლია ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად ჩნდება შოუბიზნესში.
Sputnik
ქართველი გოგონა ლია მელაძე უკრაინულ „ვოისში“ ცნობილი სიმღერით Hallelujah წარდგა. ბრმა კასტინგზე მას ჟიურის წევრებიდან ოთხივე შეუტრიალდა. გოგონამ სიმღერის ბოლოს ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.
გოგონას ჟიურის ერთ-ერთი წევრი ჩაეხუტა და დაამშვიდა. ჟიურის წევრები დაინტერესდნენ მისი გვარით და აღმოაჩინეს, რომ ლია კონსტანტინე მელაძის ქალიშვილია. „მამა შენით იამაყებს“, – უთხრეს გოგონას ჟიურის წევრებმა.
ლია ბავშვობიდან მღერის და საკუთარი ჯგუფიც კი ჰქონდა, რომელშიც სოლისტად გამოდიოდა. შემოქმედებით ოჯახში გაზრდილს სითამამე არ აკლდა და მამაც ხელს უწყობდა ვოკალის განვითარებაში.
ლია კონსტანტინესა და მისი პირველი ცოლის იანას შუათანა ქალიშვილია. წყვილმა ერთად 19 წელი იცხოვრა, მათ სამი შვილი გაუჩნდათ. თუმცა მერე კონსტანტინეს პირველი ოჯახი დაიშალა და მან ვერა ბრეჟნევა შეირთო ცოლად.