მკვლელობის ბრალდებით 17 წლის მოზარდი დააკავეს: რა მოხდა მარნეულში

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით მარნეულში 17 წლის მოზარდი დააკავეს.
გამოძიების ცნობით, არასრულწლოვანმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლის მამაკაცი დანით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მოზარდი „ცხელ კვალზე“ დააკავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო