ყვითელი ამბები

„ჩემამდე ძუძუები გამოაჩინა ოთხმა მსახიობმა“ – ია ფარულავას სკანდალური განცხადება – ვიდეო

ია ფარულავა აცხადებს, რომ ის არაა პირველი, ვინც ქართულ კინოში მკერდი გამოაჩინა.
Sputnik
მსახიობი ია ფარულავა ამბობს, რომ ის არ ყოფილა პირველი ქართულ კინოსივრცეში, რომელმაც მკერდი მოიშიშვლა გადასაღებ მოედანზე. ამის შესახებ მსახიობი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტოკშოუ „ღამის პრაიმტაიმის“ ანონსში საუბრობს.
2000-იანი წლების დასაწყისში ამერიკიდან დაბრუნებულმა მსახიობმა გიორგი შენგელაიას პირველ ქართულ ეროტიკულ ფილმში „სიყვარული ვენახში“ ლიას როლი ითამაშა, სადაც მკერდი გამოაჩინა. ფილმმა ფარულავას არნახული პოპულარობა მოუტანა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ხშირად აიგივებენ ფილმის პერსონაჟთან, რაც მსახიობის ერთგვარი ბედია.
ია ფარულავა ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გადაცემა „ფარული კონვერტის“ წამყვანია.