დღეს 2022 წლის 8 თებერვალია, სამშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები, სამუშაო გეგმების განხილვა, ასევე პირად საკითხებზე საუბარი. ბევრს გაუჩნდება კარგი იდეები, ზოგი მიიღებს სასარგებლო ინფორმაციას. კარგად ჩაივლის მგზავრობა.
ვერძი: ურთიერთობებში ინტუიცია დაგეხმარებათ. მისი კარნახის წყალობით მალე შეგექმნებათ სწორი შთაბეჭდილება ახალ ნაცნობებზე, მიხვდებით, რა უდევთ გულში გარშემომყოფებს. უთანხმოებები მოსალოდნელი არ არის. საქმე ბევრი გექნებათ. მათ სწრაფად გაუმკლავდებით. შესაძლებელია თანხის მიღება.
კურო: გელოდებათ კარგი სიახლეები, რომლებიც თქვენს გეგმებზე იმოქმედებს. რღაცის გადადება მოგიწევთ, სამაგიეროდ, უფრო საინტერესო საქმეს გააკეთებთ. გარშემომყოფებთან ადვილად გამონახავთ საერთო ენას. შესანიშნავი დღეა სამუშაოსა და ბიზნესთან დაკავშირებული, ასევე პირადი საკითხების გადასაჭრელად.
ტყუპი: საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ. არაა გამორიცხული, რომ შეიძინოთ ახალი მეგობრები, ასევე დაიწყოს ახალი რომანტიკული ისტორია. საქმიან სფეროში უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი. თქვენს ცოდნას ღირსეულად შეაფასებენ, გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი.
კირჩხიბი: ძალიან გამოგადგებათ ადამიანებთან უშუალო კონტაქტის უნარი. შეძლებთ მათთან ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმებას. არაა გამორიცხული თანხის მიღება, მათ შორის, მოულოდნელი წყაროებიდან. წარმატებები სამუშაოზე მოკრძალებული იქნება, მაგრამ კმაყოფილი დარჩებით, რადგან დიდ გამარჯვებამდე ცოტაღა დარჩა.
ლომი: სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ ოჯახში. საკითხები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ, მოულოდნელად მარტივად გადაწყდება. გაჩნდება ახალი გეგმები. შესანიშნავი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას შემოქმედებითად ეკიდებით და ამის წყალობით შედეგებს მალე მიიღებთ.
ქალწული: შესაძლოა, ცხოვრების კარდინალურად შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. არ იჩქაროთ კონკრეტულ მოქმედებებზე გადასვლა – ჯერ ყველაფერი კარგად უნდა მოიფიქროთ. რუსტინული საქმეები მოსაწყენად გეჩვენებათ. ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას – სპონტანური საყიდლებისთვის ცუდი დღეა.
სასწორი: ეცადეთ, არ გადაიღალოთ. არაა კარგი დღეა მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების გასაკეთებლად. ყურადღებიანი არ ხართ და შეიძლება რამე გამოგეპაროთ მხედველობიდან. იმედს არ გაგიცრუებთ საქმიანი და პირადი შეხვედრები. სასიამოვნო ურთიერთობამაც კი შეიძლება დაგღალოთ და საღამოს ანმარტოება მოინდომოთ.
მორიელი: სასიამოვნო დღე გელოდებათ, რომელიც მოიტანს კარგ იდეებს. გეგმების განხორციელებაში დახმარების სურვილს ბევრი გამოთქვამს. საერთო საქმეების წყალობით შესაძლებელია მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. თქვენი წარმატებები გავლენიანი ადამიანების ყურადღებას მიიპყრობს.
მშვილდოსანი: დიდი ალბათობით, დღეს კამათს თავს ვერ ააცილებთ. რაც არ უნდა თქვათ, ვიღაცას აუცილებლად მოუნდება შეკამათება. ეცადეთ, მოუსმინოთ თანამოსაუბრეს და მისი კრიტიკა მშვიდად მიიღოთ. საღამოს საზოგადოებრივ ღონისძიებებში შეიძლება მიიღოთ მონაწილეობა, სადაც საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ.
თხის რქა: კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. თუ ის ძალიან რთული აღმოჩნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე უარი უნდა თქვათ. ყველაფერს სწრაფად და შესანიშნავად გაართმევთ თავს. არაა გამორიცხული დაუგეგმავად სადმე გამგზავრება. შესაძლებელია ფინანსური დანაკარგი, მაგრამ ზედმეტი ნერვიულობა არ ღირს.
მერწყული: ადვილად გაუმკლავდებით იმას, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. ვარსკვლავები დღეს თქვენ მხარეს არიან, ამიტომ უნდა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და გააკეთოთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. დღის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდად ჩაივლის, მეორე ნახევარში კი ალბათ, ვერ შეძლებთ ორომტრიალისთვის თავის არიდებას.
თევზები: შესაძლოა, რაღაც წვრილმანების გამო მოგიწიოთ ნერვიულობა, მაგრამ გეგმების განხორციელებაში ეს ხელს ვერ შეგიშლით. ვერც ვერანაირი ბარიერი ვერ შეგაშინებთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. შესაფერისი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ფანტაზიის უნარის გამოვლენისთვის.