ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ათობით სახანძრო ეკიპაჟი მივიდა. მათ ცეცხლის ლოკალიზება და ლიკვიდაცია ერთ საათზე ნაკლებ დროში შეძლეს. გამოძიება დაადგენს ხანძრის გაჩენის მიზეზს, ექსპერტები კი ზარალის ოდენობას დაითვლიან.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი შეფასებით, ხანძარმა 1.000–1.500 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.