თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა პეკინის ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომში 34-ე ადგილი დაიკავა და ამით თავის კარიერაში ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.
პირველ მცდელობაზე წიკლაურმა დისტანცია 1:04.49 წუთში დაფარა, მეორედ – 1:05.38 წუთში. წიკლაური გამარჯვებულს, შვედ სარა ექტორს 14 წამით ჩამორჩა.
ოთხი წლის წინ სამხრეთ კორეის ფიონგჩანგის ოლიმპიადაზე წიკლაურმა ამ დისციპლინაში 46-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სოჭის თამაშებზე 49-ე იყო.
პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე წიკლაური ასევე მიიღებს მონაწილეობას სლალომის დისციპლინაში, რომელიც 9 თებერვალს ჩატარდება.
წიკლაურისთვის ეს ოლიმპიადა კარიერის განმავლობაში მეოთხეა.