საზარელი შემთხვევა სენაკში: 12 წლის გოგომ თავი მოიკლა

გარდაცვლილი გოგონა ნალიაში მამამ იპოვა.
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტში 12 წლის მოზარდმა თავი მოიკლა, იუწყება „გურია ნიუსი“.
შემთხვევა დღეს, სოფელ ფოცხოში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გოგონა ნალიაში ჩამომხრჩვალი მამამ იპოვა.
„მამას უნახავს ჩამომხრჩვალი, მთელი სოფელი გლოვობს 12 წლის გოგოს. რა მოხდა, არ ვიცით, ყველანი შოკში ვართ“, – აცხადებენ ადგილობრივები.
ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.