მარიამ გეგუჩაძე ფოტოს აქვეყნებს – ნახეთ როგორ გამოიყურება ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი ქმარი

მარიამ გეგუჩაძის მამა ნიკოლოზ გეგუჩაძეა. მარიამს მამის მხრიდან ორი ძმა და ერთი და ჰყავს.
Sputnik
ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა საკმაოდ ცნობილები არიან. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.
ნანუკა 16 წლის იყო, როდესაც მასზე რამდენიმე წლით უფროს ნიკოლოზ გეგუჩაძეს გაჰყვა ცოლად. მაგრამ მათი ოჯახი მალევე დაინგრა. მარიამს მამასთან და დედინაცვალთან კარგი ურთიერთობა აქვს. მარიამს მამის მხრიდან ორი ძმა და ერთი და ჰყავს.
ცოტა ხნის წინ მარიამმა მამის ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, გოგონას კორონავირუსი ჰქონდა და მის მოსანახულებლად მამა მივიდა. ფოტო კორპუსის ფანჯრიდანაა გადაღებული.