ბიზნესმენსა და მსახიობს ლევან ჯიბღაშვილს შვილი შეეძინა. 30 იანვარს ის და მისი მეუღლე სალომე სულხანიშვილი მშობლები მესამედ გახდნენ. დაიბადა გოგონა, რომელსაც ანასტასია დაარქვეს.
წყვილს რამდენიმეწლიან ქორწინებაში უკვე ჰყავს ორი ვაჟი - მიქაელი და აკაკი. ლევან ჯიბღაშვილი თავისი ხმაურიანი რომანებით იყო ცნობილი. სკანდალური აღმოჩნდა მისი ურთიერთობა მოდელ ნინიკო ნაცარაშვილთან, რომელთან დაშორების შემდეგაც სალომე სულხანიშვილზე იქორწინა და ახლა მყარი და ბედნიერი ოჯახი აქვს. სალომე ბიზნესმენ ფეფე სულხანიშვილის ქალიშვილია.
სალი მისი პირველი სიყვარულია. წყვილს შორის დიდი ხნის წინ გაუგებრობა მოხდა და ერთმანეთს დაშორდნენ. სალომე გათხოვდა, წლების განმავლობაში რუსეთშიც მოუწია ცხოვრება. პარალელურად ლევანის სასიყვარულო ისტორიებიც არ ყოფილა დამალული საზოგადოებისთვის.
მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა და მისმა მეუღლემ სალი სულხანიშვილმა რესტორან „გუჯარში“ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. საქორწინო ცერემონიას წინ უძღოდა წყვილის ახალდაბადებული ვაჟის მიქაელის ნათლობა.