შილდაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ჰექტარი ფართობი გადაიწვა
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
შილდაში ცეცხლი 5 თებერვალს ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. რთულად მისადგომ რელიეფზე ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ხანძრის შედეგად დამწვარია 10 ჰა ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს უკვე ხანძრის მეორე შემთხვევაა. ხანძარი გაჩნდა 1 თებერვალს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებერად. მეხანძრე-მაშველები ტყეში გაჩენილი ხანძრის კერების ჩაქრობას მთელი ღამის მანძილზე აწარმოებდნენ.