თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ პეკინის ოლიმპიადაზე გუნდური შეჯიბრების ფარგლებში მოკლე პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
გუბანოვამ თავისი გამოსვლისთვის 67.56 ქულა მიიღო. საუკეთესო შედეგი აჩვენა რუსეთის წარმომადგენელმა კამილა ვალიევამ. (90.18).
რუსეთის გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერია (45 ქულა). მეორე ადგილზეა გერმანია (42), მესამეზე - იაპონია (39).
მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 22 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა და ასპარეზობას გამოეთიშა. რეგლამენტის თანახმად, მეორე ტურში მხოლოდ ხუთი საუკეთესო გუნდი გადის.