თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. ქართველმა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა პეკინში ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა და შემაჯამებელ ოქმში 31-ე ადგილი დაიკავა.
ოთხი დაშვების შედეგად ქუმარიტაშვილმა აჩვენა დრო 3:00.393 წუთი - ის შეჯიბრების ლიდერს, გერმანელ იოჰანეს ლუდვიგს (2:51.544) თითქმის ცხრა წამით ჩამორჩა.
ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა ავსტრიელი ვოლფგანგ ქინდლი (3:48.895), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი - დომინიკ ფიშნალერი (3:49.686).
პეკინის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს სპორტის სამ სახეობაში ცხრა სპორტსმენი წარმოადგენს.