გასულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიონჩანგში საქართველოს ოთხი ათლეტი წარმოადგენდა სპორტის სამ სახეობაში
ამჯერად ქვეყანას ცხრა სპორტსმენი წარმოადგენს ზამთრის ოლიმპიადაზე. მათ შორის ფიგურული სრიალის ყველა დისციპლინაში
ამიტომ წართველი ათლეტები იბრძოლებენ როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური პირველობისათვის
თავდაპირველად ყინულზე გავიდნენ მამაკაცები მოკლე სპორტული პროგრამით. მორის ყვითელაშვილმა საკუთარ გამოსვლაში 92,37 ქულა მოიპოვა და მეოთხე ადგილი დაიმსახურა
შემდეგ ყინულის მოედანზე გამოვიდნენ მოცეკვავე წყვილები. მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას დუეტმა 64,60 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე გავიდა
ხოლო კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მეექვსე ადგილი მოიპოვეს 64,79 ქულით
ჯამში ამ მომენტისათვის ქართველი ფიგურისტები სტურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან
გუნდური შეჯიბრებები 6 თემერვლამდე გაგრძელდება
პირველ მცდელობაში ქუმარიტაშვილმა დისტანცია 1:00.211 წუთში დაფარა, ხოლო მეორეჯერ - 1:00.146 წუთში. 21 წლის საბასთვის ეს პირველი ოლიმპიადაა
ორი გამოსვლის შემდეგ ქართველმა მოციგავემ 31-ე ადგილი დაიკავა და გერმანელ ლიდერ იოჰანეს ლუდვიგს 5.856 წამით ჩამორჩება