თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, ბეთანიის, კვესეთის, სამადლოს, კოჯრის და დიდების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, 17 შინდისელი გმირის და ძეგლევის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.