პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა იასპარეზა

ქართველი მოციგავე ორი დაშვების შემდეგ 31-ე ადგილს იკავებს და ლიდერს 5,856 წამით ჩამორჩება
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ქართველმა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა პეკინში ზამთრის ოლიმპიადაზე ორ დაშვებაში გამოვიდა.
პირველ ცდაში ქუმარიტაშვილმა დისტანცია 1:00.211 წუთში დაფარა, ხოლო მეორეში - 1:00.146 წუთში. ორი დაშვების შემდეგ ქართველი მოციგავე 31-ე ადგილს იკავებს და ლიდერს, გერმანელ იოჰანეს ლუდვიგს 5,856 წამით ჩამორჩება.
დარჩენილ ორ ცდას მოციგავეები კვირას, 6 თებერვალს გამართავენ, რის შემდეგაც გამარჯვებული გამოვლინდება.
საბა ქუმარიტაშვილი
21 წლის ქუმარიტაშვილისთვის პეკინის ოლიმპიადა კარიერაში პირველია. ის, ასე ვთქვათ, საქართველოს მოციგავეთა დინასტიის წარმომადგენელია. საბა ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე (2010) ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილის შვილია.
საქართველოს ნაკრებს პეკინის ოლიმპიადაზე სპორტის სამ სახეობაში ცხრა სპორტსმენი წარმოადგენს.