ყვითელი ამბები

„უკან უნდა მივიბა?“ - კესარია აბრამიძე დილემის წინაშე აღმოჩნდა

ცნობილია, რომ ტრანსგენდერმა მოდელმა რამდენიმე წლის წინ სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა
Sputnik
მოდის ტენდენციები და მოთხოვნები დროსთან ერთად იცვლება და ერთ-ერთი ნოვატორი „ვიქტორიას სიკრეტი“ გახლავთ. მას პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მოდელი ჰყავს, მისი სახელია ემირა დისპეინი. მოდელი ცნობილი „ტიკ ტოკით“ გახდა, ის მაკიაჟის გაკეთებას ასწავლის.
„მინდა, გავაძლიერო ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალები და კაცები მთელ მსოფლიოში, რათა ვაჩვენო მათ, რომ სილამაზისა და მოდის ინდუსტრია იცვლება, განსაკუთრებით ფერადკანიანებისთვისა“, – აცხადებს ემირა.
ფაქტმა ქართველი ტრანსგენდერის კესარია აბრამიძის ყურადღებაც მიიპყრო. „უნდა მივიბა სეკრეტმა რომ ამიყვანოს?“ - წერს კესარია სოციალურ ქსელში.
კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს ოფიციალურად განაცხადა, რომ ოპერაციის მეშვეობით სქესი შეიცვალა.