ყვითელი ამბები

„ჰეტეროსექსუალი ვარ, მაგრამ ბრედ პიტზე ვფიქრობდი“ - 75 წლის მსახიობის აღიარება

ბრედ პიტი ერთ-ერთი გამორჩეული გარეგნობის კაცია ჰოლივუდში
Sputnik
ცოტა ხნის წინ ცნობილმა შოტლანდიელმა მსახიობმა ბრაიან კოქსმა გამოცემასთან Vanity Fair თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა, მათ შორის 2004 წლის ისტორიული ფილმი „ტროა“, რომელშიც ის აგამემნონის როლს ასრულებს.
75 წლის მსახიობმა ბრედ პიტის გახსენებისას ემოციები ვერ შეიკავა და განაცხადა, რომ მთელი ფილმის გადაღებების პროცესში ბრედზე ფიქრობდა და აღფრთოვანებული იყო მისი არამიწიერი სილამაზით.
„მანამდე ის ასეთ კოსტიუმში ნანახი არ მყავდა. როგორც კი დავინახე, ისეთი მშვენიერი იყო, რომ გაოცებისა და აღფრთოვანებისგან ყბა ჩამომივარდა. ჰეტეროსექსუალი ვარ, მაგრამ მე მასზე ვფიქრობდი“, – ამბობს კოქსი.