ამინდი საქართველოში - როდის ჩადგება ძლიერი ქარი

თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა +7...+9 გრადუსამდე მოიმატებს
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს თითქმის ყველა რაიონში დღის ბოლომდე ნალექს და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
პარასკევს საღამოდან 25 მ/წ სიჩქარის ძლიერი ქარი ქრის.
საქართველოში, მათ შორის თბილისში, კვირას, 6 თებერვალს, ქარი ჩადგება. უახლოეს დღეებში ქარის ძალა წამში 10-15 მეტრს არ გადააჭარბებს.
8 თებერვლამდე ბარში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერი პლუს 6-10 გრადუსამდე გათბება.
ნალექი მოსალოდნელია მაღალ მთაშიც. დასავლეთ საქართველოში დღისით -2...+2 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +2...+5 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა +7...+9 გრადუსამდე მოიმატებს. დროგამოშვებით მოსალოდნელია უნალექო მოღრუბლული ამინდი.