თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტში წყლის არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა სოფელ პირველ მაისში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ 65 წლის მამაკაცს სოფლის გზაზე, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, თავი ბორდიურს დაარტყა და წყლის არხში ჩავარდა.
ამ დროისთვის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: „რუსთავი 2“