თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
არსებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად BMW-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.
შემთხვევის დროს ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. სამივე მათგანს სხეულის დაზიანებები აღენიშნება. ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრული პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
წყარო: „რუსთავი 2"