უამინდობის გამო გომი–ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

დიდთოვლობამ საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა.
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52 კმ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტ