ყვითელი ამბები

„ბავშვებს სანდრო უვლის...“ – როგორ ზრდის რუსკა მაყაშვილი ბავშვებს ძიძის გარეშე

რუსკა მაყაშვილს და სანდრო ნიჟარაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.
Sputnik
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი ჟურნალ „გზას“ ესაუბრა და აღნიშნა, რომ შვილებს მეუღლესთან ერთად, ძიძის დახმარების გარეშე ზრდის.
როგორც რუსკა ამბობს, მისი მორაგბე მეუღლე საოცარი მამაა და როცა სახლში თავად არ არის, ბავშვებს ის უვლის.

„ბავშვებთან მეც დიდ დროს ვატარებ. ილია ბაღში დადის, კატო ხან დედაჩემთან არის, ხან – სანდროსთან, ხან სანდროს დედასთან. მოკლედ, ოჯახის წევრების დახმარებით სირთულეს ვუმკლავდებით“, – აღნიშნავს მსახიობი.

რუსკა ამბობს, რომ მისი მთავარი მოტივაცია შვილებია: „რასაც დღეს ვაკეთებ და ის, რასაც მომავალში გავაკეთებ, ყველაფერი იქნება ჩემი შვილებისთვის…“