ყვითელი ამბები

სად იცეკვა პრინცესა დიანამ, რითაც პრინც ჩარლზს იმედები გაუცრუა – უცნობი ისტორია

როგორც ირკვევა, პრინცი ჩარლზიც აღფრთოვანებული იყო დიანას ცეკვით, თუმცა...
Sputnik
„ნე­ტფ­ლიქ­სის“ სე­რი­ალ­მა The Crown ახ­ლე­ბუ­რად და გან­სხვა­ვე­ბუ­ლად წარ­მოგ­ვიდ­გინ­და ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა. სე­რი­ა­ლის მე­ო­თხე სე­ზონ­ში მა­ყუ­რე­ბელ­მა პრინ­ცე­სა დ­ი­ა­ნას ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დე­ბი იხი­ლა.
სე­რი­ალ­ში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბე­ბი მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ებ­თან. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა კი მი­ი­პყრო ეპი­ზოდ­მა, სა­დაც პრინ­ცე­სა დ­ი­ა­ნა სა­მე­ფო ოპე­რის თე­ატ­რში ცეკ­ვავს. სე­რი­ალ­ში დ­ი­ა­ნას როლს მსა­ხი­ო­ბი ემა კო­რი­ნი ას­რუ­ლებს. რო­გორც გა­ირ­კვა, ლედი დის თე­ატ­რში მარ­თლაც უცეკ­ვია ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბაც და­უმ­სა­ხუ­რე­ბია, თუმ­ცა ამ ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბევ­რი რამ არ იცის.
1985 წლის დე­კემ­ბერ­ში პრინ­ცი ჩარლ­ზი და პრინ­ცე­სა დ­ი­ა­ნა სპექ­ტაკლს და­ეს­წრნენ. სპექ­ტაკ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პრინ­ცე­სამ ჩუ­მად და­ტო­ვა თა­ვი­სი ად­გი­ლი. ის მო­უ­ლოდ­ნე­ლად სცე­ნა­ზე გა­მოჩ­ნდა და მო­ცეკ­ვა­ვე უეინ სლიფ­თან ერ­თად იცეკ­ვა. მათ ბილი ჯო­ე­ლის Uptown Girl-ის თან­ხლე­ბით იცეკ­ვეს. ეს სიმ­ღე­რა დი­ა­ნას არ­ჩე­ვა­ნი იყო. დარ­ბაზ­ში 2500 ადა­მი­ა­ნი იყო, რომ­ლე­ბიც გა­ო­ცე­ბუ­ლი უყუ­რებ­დნენ პრინ­ცე­სას. ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­თი გა­ო­ცე­ბუ­ლი და აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ყო­ფი­ლან, თით­ქოს არც სუნ­თქვად­ნენო.
სამ­წუ­ხა­როდ, დ­ი­ა­ნას ამ ცეკ­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩანა­წე­რი არ არ­სე­ბობს და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე შავ-თეთ­რი ფო­ტოა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. პრინ­ცე­სა დი­ა­ნას ბი­ოგ­რა­ფი ტინა ბრა­უ­ნი ამ­ბობს, რომ ლედი დის ცეკ­ვით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო პრინ­ცი ჩარლ­ზიც, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლიც. ამ ამ­ბავ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბევ­რს სა­უბ­რობ­და და ასე­თი ქცე­ვით „ხალ­ხის პრინ­ცე­სამ“ სა­მე­ფო ეტი­კე­ტის წე­სე­ბი და­არ­ღვია.