გორში მამის მიერ დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული წლების განმავლობაში ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი თავად იყო.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. შალვა კაკაურიძე, რომელსაც 82 წლის მამამ ცივი იარაღით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
შემთხვევა 30 იანვარს გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. ურთიერთშელაპარაკების დროს 82 წლის კარლო მეგრელიშვილმა 47 წლის შვილს სხეულზე დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წლების განმავლობაში ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. ადვოკატის ვერსიით, ბრალდებულმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა.
მუდმივად მცემდა: 82 წლის მამაკაცმა შვილის დაჭრის მოტივი განმარტა >>
აქამდე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდება, თუმცა სასჯელის ზომა ამ შემთხვევაში არ შეიცვლება.