COVID-19 - ბოლო ცნობები

პლუს 23.664: 3 თებერვლის კოვიდ-მონაცემები განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.038.391 ადამიანი; ჩატარებულია 2.736.590 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.411 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 23.664-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.250.108-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.038.391 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 8.326), გარდაიცვალა – 15.102 (ბოლო 24 საათში – 42). კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.723 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.969 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 77.584 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 47.972, PCR–ტესტით – 29.612.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 30,05%, ბოლო 14 დღის – 24,27%, ბოლო 7 დღის – 27,36%.
სულ ჩატარებულია 2.736.590 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.411 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge