ყვითელი ამბები

„ასე მამუშავებენ სახლში ვირივით“ – ია ფარულავა სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

სოციალურ ქსელში ია ფარულავას ვიდეოები ძალიან პოპულარულია.
Sputnik
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წყლის დისპენსერში წყლის ბალონს ცვლის. იას მეუღლე ტარიელ სუარი ამხნევებს და ვიდეოს უღებს. „ასე მამუშავებენ სახლში ვირივით“, – ამბობს სიცილით მსახიობი.
ტელეწამყვანი პანდემიისას განსაკუთრებით გააქტიურდა სოციალურ ქსელებში და განსაკუთრებით „ინსტაგრამზე“, სადაც ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს „სთორების“ საშუალებით უზიარებს ხელმომწერებს.
ფარულავა სამ კატასთან და ქმართან ერთად ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ცხოვრობს. ფლობს საკუთარ სასტუმროს ძველი თბილისის უბანში და „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „ფარული კოვერტის“ წამყვანია.