ყვითელი ამბები

ბაია კუზანოვას ბიჭუნა უსაყვარლესია – ნინო ნადირაძე შვილიშვილის ფოტოს აქვეყნებს

ბაია კუზანოვას ერთი ბიჭუნა ჰყავს, რომელსაც ცნობილი ოჯახი ძალიან ანებივრებს.
Sputnik
ცნობილმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ერთადერთი შვილიშვილის ფოტო გამოაქვეყნა. პატარა ბიჭუნა, რომელიც აგვისტოში 2 წლის გახდება, უსაყვარლესია.
ექიმისა და ტელეწამყვანის ნინო ნადირაძის ქალიშვილი ბაია კუზანოვა 2020 წლის 1 აგვისტოს დედა გახდა. ახალგამომცხვარმა ბებიამ მშობიარობის შემდეგ ბაიას პირველი ფოტო „ინსტაგრამის“ „სთორიზეც“ ატვირთა. გოგონამ გაგუას კლინიკაში იმშობიარა.
ბაიას მეუღლე საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი გიორგი ბეჟაშვილი იყო. წყვილი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ქორწინებიდან რამდენიმე თვეში დაშორდა. ბაია ოჯახურ ტრადიციას არ ღალატობს და პლასტიკურ ქირურგიას ეუფლება.