ყვარელში, სოფელ ახალსოფელთან ტყეში ხანძარია

ამ დროისათვის უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული და რამ გამოიწვია აალება.
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლთან ტყეში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ქართული მასმედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდებს და ბუჩქნარს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული და აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.