ხობში ხანძარმა მამა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა

გაჩენილმა ცეცხლმა საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. ხანძრის დროს სახლში მხოლოდ მამა-შვილი იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში გაჩენილმა ხანძარმა მამა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა სახლში, სადაც 56 წლის მამა 28 წლის შვილი იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
წყარო: „იმედი"