COVID-19 - ბოლო ცნობები

ვის უვითარდება „ომიკრონი“ მწვავედ: მეცნიერებმა დაასახელეს კატეგორია

Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ ყველაზე ხშირად გარკვეული კატეგორიის ადამიანებში გვხვდება, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ვაქცინირებულები, წერს გამოცემა Daily Express მედიკოსებზე დაყრდნობით.
სპეციალისტების თქმით, კორონავირუსი აზიანებს როგორც ზედა, ისე ქვედა სასუნთქ გზებს, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ „ომიკრონი“ ნაკლები ალბათობით ხვდება ფილტვებში, სადაც მას პნევმონიის გამოწვევა შეუძლია.
ყველაზე ეფექტური „ომიკრონის“ სამკურნალოდ: მეცნიერებმა 8 წამალი დაასახელეს>>
მაგრამ ახლა უცხოეთის საავადმყოფოების ანგარიშებიდან ირკვევა, რომ იზრდება „ომიკრონით“ ინფიცირებული ხანდაზმული პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საავადმყოფოებში მწვავე პნევმონიის დიაგნოზით გადაჰყავთ.

„ეს ძირითადად არიან ხანდაზმული პაციენტები, რომლებიც ორჯერ არიან ვაქცინირებულები, მაგრამ დიდი ხნის წინ. და მათ მწვავე პნევმონია უვითარდებათ“, — აცხადებს იაპონიის ერთ-ერთი საავადმყოფოს დირექტორი აკირა კანო.

ამასთან იელის სამედიცინო სკოლის პროფესორი სკოტ რობერი აცხადებს, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულებს ნაკლებად სჭირდებათ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობა, ვინაიდან „ომიკრონს“ ფილტვებში შეღწევის დაბალი უნარი აქვს.
„ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ „ომიკრონს“, სხვა ვარიანტებთან შედარებით, ნაკლებად შეუძლია ფილტვებში შეღწევა. შესაბამისად, ჰოსპიტალიზებულთა შორის ცოტაა პნევმონიით დაავადებული პაციენტები, რომლებსაც ჟანგბადი და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთება სჭირდება“, — აღნიშნა მან.
პროფესორის თქმით, დაავდებულების უმეტესობაში „ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობს, ვინაიდან ვირუსი ძირითადად ზედა სასუნთქ გზებშია ლოკალიზებული.
ამასთან დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ბოლო მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბუსტერ–დოზა მნიშვნელოვნად ამცირებს ახალი შტამით გარდაცვალების რისკს.
წყარო: Daily Express