მსოფლიო დღეს

ტრამპის კომიტეტებმა ათობით მილიონი დოლარის შემოწირულობა მიიღეს

Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა კომიტეტებმა გასული წლის ბოლო ექვს თვეში ათობით მილიონი დოლარი შემოწირულობა შეაგროვეს, წერს საკუთარ Twitter-აკაუნტზე ტრამპის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ტეილორ ბუდოვიჩი.
მისი თქმით, 2021 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში 51 მლნ დოლარი შეგროვდა. ჯამში პოლიტიკურ კომიტეტების ანგარიშზე ამ დროისათვის 121 მილიონი დოლარია.
როგორც ბუდოვიჩის განცხადებიდან ირკვევა, კომიტეტებში 1,6 მილიონი შემოწირულობა შევიდა, რომელთაგან თითოეულის საშუალო რაოდენობა 31 დოლარს შეადგენდა.
მანამდე ექს-პრეზიდენტმა ტრამპმა ტეხასში ვიზიტისას თავის მხარდამჭერებს აღუთქვა, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას მიიღებენ, ხოლო 2024 წელს თეთრ სახლში დაბრუნდებიან. ამასთან, მას არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.