ყვითელი ამბები

„ვერ წარმოიდგენთ რამდენად დიდი სიხარულია მისი დაბრუნება“ – ბათუმელი მოდელი ქმარზე წერს

მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე პოპულარულები სოციალური ქსელის მეშვეობით გახდნენ.
Sputnik
ბათუმელ წყვილს მთელი საქართველო იცნობს. მათი სილამაზის შესახებ საქართველოს საზღვრებს გარეთაც აქტიურად საუბრობენ. წყვილი ბათუმში ცხოვრობს. მარიამ შუკაკიძე ყოფილი მოდელი და ამჟამად დიზაინერია, დათო ბოლქვაძე – მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.
„სიყვარულში ძალიან მალე გამომიტყდა და პირდაპირ მითხრა, ჩემი ცოლი უნდა გახდეო", – იხსენებს მარიამი. მარიამისა და დავითის შესახებ რუსული ინტერნეტმედიისთვის „ინსტაგრამით“ გახდა ცნობილი – სოციალურ ქსელში მარიამს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მის ფოტოებს ბევრი მოწონება და კომენტარი მოჰყვება. მარიამი ასევე „მის ბიკინი 2014“-ის მონაწილეა.

„ჩემი მეუღლე 2017 წელს გავიცანი. მისმა ნათესავმა გაგვაცნო. როგორც იტყვიან, ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. შემდეგ ექვსი თვით წავიდა გემზე. ჩამოსვლის შემდეგ ერთ კვირაში დავოჯახდით“, – ამბობს მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყვილს უკვე ჰყავს წამოზრდილი ქალიშვილი მართა, რომელმაც ყველაზე დიდი ბედნიერება შესძინა მათ ოჯახს, შემდეგ კი წყვილს მეორე ქალიშვილი – მილენა შეეძინა. ცოტა ხნის წინ მარიამმა გულისამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა მეუღლეს, რომელიც, როგორც ჩანს, პროფესიიდან გამომდინარე, 6 თვე ოჯახიდან შორს იმყოფებოდა და მშვიდობიანად დაუბრუნდა მათ. „ძალიან ბედნიერი ვარ. ვერ წარმოიდგენთ რამდენად დიდი სიხარულია მისი დაბრუნება“, – დაწერა მარიამმა.
მარიამი ხშირად აქვეყნებს მეუღლის მიერ მოწყობილი სიურპრიზების თუ საჩუქრების ვიდეოებსა, თუ ფოტოებს. ერთ-ერთ ბოლო ვიდეოზე ჩანს, რომ მეუღლემ მას უზარმაზარი გულის ფორმის ყუთი აჩუქა, რომელიც ყვავილებითაა სავსე.