ყვითელი ამბები

„ჯვარი საიდუმლოდ დავიწერეთ“ – ვინ არის მაკა შალიკაშვილის ქმარი, რომელსაც 6 წელია მალავს

მაკა შალიკაშვილმა საიდუმლო გაამხილა და ქმარი გამოაჩინა.
Sputnik
ცნობილი მსახიობი მაკა შალიკაშვილი გადაცემა „ფარული კონვერტის“ სტუმარი იყო. მაკამ გადაცემაში საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, უკვე 6 წელია გათხოვილია, მაგრამ ამ ფაქტს საგულდაგულოდ მალავდა.
„ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული დამალვა. იმიტომ რომ ამას ჰქონდა ძალიან ბევრი მიზეზი. როგორც გენიალურმა პოეტმა თქვა, სიყვარულსა მალვა უნდაო. ეს ფრაზები ვიცით და მხოლოდ საზეპიროები გვგონია. მართლა უნდა სიყვარულს მალვა და მე ამას მივხვდი. სხვათა შორის, მისი სურვილიც იყო ეს, მე დავეთანხმე და შევუსრულე თხოვნა“, – ამბობს მსახიობი.
როგორც მაკამ აღნიშნა, მისი მეუღლე რეჟისორი ირაკლი ყაჭეიშვილია, არაჩვეულებრივი ადამიანი, უნიჭიერესი, როგორც პროფესიონალი, ასევე როგორც ადამიანი.
„ჯვარიც გვაქვს დაწერილი. მამა ადამ ახალაძემ დაგვწერა ჯვარი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში. როცა ჯვარი დავიწერეთ, მაშინ წირვა იყო და იმდენად იყო ყველაფერი გასაიდუმლოებული და დაცული, რომ დაველოდეთ, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩენილიყო ტაძარში და ძალიან ჩუმად, გასაიდუმლოებულად, კონფიდენციალურად მოხდა ჩვენი ჯვრისწერაც კი“, – აღნიშნა მაკა შალიკაშვილმა.