საშიში დღეებით მდიდარი თებერვალი: მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი

Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე თვე ძლიერი მაგნიტური ქარიშხლებისა და მცირე გეომაგნიტური აღშფოთებების სიმრავლით გამოირჩევა, ნათქვამია მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის საიტზე.
სპეციალისტების ცნობით, თებერვალი საკმაოდ მძიმე გამოდგება მეტეოდამოკიდებული ადამიანებისთვის, რომლებიც ატმოსფეროში უმცირეს ცვლილებებზეც კი რეაგირებენ.

თებერვლის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:

2 თებერვალი — G1 სიმძლავრის ქარიშხალი. 3 თებერვალს მისი სიძლიერე შესუსტდება და მომდევნო დღისთვის 2 ბალს დაუბრუნდება;
5 თებერვალი — მოსალოდნელია კვლავ G1 სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი;
10 თებერვალი — მაგნიტოსფეროს აღშფოთება 4 ბალს მიაღწევს;
18 და 25 თებერვალს — ასევე 4-4 ბალი.
11, 17, 19, 21, 22, 24, 26,27 და 28 თებერვალი — მოსალოდნელია მაგნიტოსფეროს 3-ბალიანი აღშფოთებები.
მეცნიერების თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება და მისი აქტიურობის პროგნოზი შესაძლოა მოულოდნელად შეიცვალოს კიდეც.

რეკომენდაციები ექიმებისგან

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.