COVID-19 - ბოლო ცნობები

„ომიკრონის“ აფეთქება: აჭარაში 27 სკოლა დაიხურა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 2.204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო 27 სკოლა დროებით დაიხურა, მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
აჭარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დაიხურა რვა კერძო და რვა საჯარო სკოლა, ქობულეთში – ოთხი, ხელვაჩაურში – სამი და ქედაში – ოთხი.
ინფიცირებული არიან როგორც პედაგოგები, ისე მოსწავლეები.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარაში დახურულია რვა საბავშვო ბაღიც.
გასულ დღე-ღამეში აჭარაში 2.204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 24.201-ით გაიზარდა.
წყარო: „აჭარის ტელევიზია“