საქართველოში გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთში მოსალოდნელია +15 გრადუსი.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოში 4 თებერვლამდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე დათბება.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ თბილი და უნალექო ამინდი იქნება საქართველოს დედაქალაქშიც, სადაც მომავალ დღეებში ჰაერი +13, +15 გრადუსამდე გათბება.
წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო