თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მონპერის, ლამბერტის, კასტელის, რაინეგსის, ტილკეს, ბარონ დე ბაის და ჰუგო ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ცინცაძის, მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და სოფელი ნატბეურების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.