თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი დანით დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილს შორის კონფლიქტი გუშინ მოხდა, რა დროსაც 80 წლამდე მამაკაცმა 42 წლის მამაკაცს სხეულზე დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა.
ამ დროისათვის დაჭრილი მამაკაცი „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.
წყარო: „რუსთავი 2“