დაშავებული მეშახტეები თბილისის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ღამითვე გადაიყვანეს. სამი მათგანი რეანიმაციაშია.
აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევის მიზეზების დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს.
როგორც კომპანია „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკი აცხადებს, ტყიბულის შახტი, სადაც აფეთქება მოხდა, მუშაობას ამ ეტაპზე სამი დღით შეაჩერებს.
მისი თქმით, თუ როგორ გააგრძელებს შახტი მომავალში მუშაობას, ეს კომისიის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული.